"ერთი ფაქტი ხელში არ გიჭირავს და სისულელეებს ლაპარაკობ, უთავმოყვარეო ადამიანი ხარ" - ასე მიმართა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე,  საკრებულოს დეპუტატს "ლელოს" წარმომადგენელს საბა ბუაძეს. სადაც თბილისის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენენ.

"რაც შეეხება წყნეთში ერთ-ერთ მშენებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში წარმოება დაწყებულია, ჯარიმაც გამოწერილია და სასამართლოშიც არის საქმე გადაგზავნილი. ერთმანეთს თუ სხვადასხვა ქეისებს ადარებ ერთნაირი ქეისები მოიძიე. დასრულდება სასამართლოში წარმოება და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული. ზრდილობა იქონიე და როცა გესაუბრებიან მოისმინე, საბა. ჩემი გვარი კარგად დაიმახსოვრე და ჩემზე სისულელეების ლაპარაკს მოეშვი ტელევიზიებში. ერთი საქმე და ფაქტი ხელში არ გიჭირავს და სისულელეებს ლაპარაკობ, უთავმოყვარეო ადამიანი ხარ" - მიმართა ხმალაძემ ბუაძეს.