მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა პარტიიდან მისი წასვლით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო დაიშალა.
„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანმა [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმა, პარლამენტში არ შევალ და ვინც შევა, პუფები იქნებიანო – შევიდა პარლამენტში. შემდეგ თქვა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა. ანუ, ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საკუთარ პარტიასთან ცხრათვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.