"აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით დაშალეს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, არ შეიძლება ერთის მხრივ დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს აღიარებდე და მეორე მხრივ, ადამიანების ძალადობრივი მეთოდით დაშლაზე პასუხისმგებლობას არ იღებდე.
"ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს და ამ სტანდარტების არარსებობა დასტურდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელიც უბრალოდ სხედან, გაუსწორდნენ ძაღლებისა და ხელკეტების გამოყენებით, ეს არის, თურმე, დემოკრატიის ზეიმი.
წარმოუდგენელია, ერთ შემთხვევაში საუბრობდე ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამაზე პრეტენზია გქონდეს, ხოლო აშკარა, თვალნათლივ დარღვევა და უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე საერთოდ პასუხის გაცემის სურვილიც კი არ გქონდეს - სამწუხაროა. აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









