📣 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
⭕ ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
⭕ თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ
სამართლებრივ მექანიზმს.
⭕ პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.
✊ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
❌ არა რუსულ კანონს!
🇬🇪 🇪🇺 კი ევროპას! - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, 84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო