დღეს ბუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განაცხადა.  

"არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიციირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს.

დღეს, როდესაც ოცნება გვატყუებს  და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიცირებს  რუსულ კანონს, ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს.

ჩვენ მოვუწოდებთ ოცნების ყველა იმ წევრს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიული მტრების და მეგობრების გარჩევა, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციტივებს, ორივე კანონპროექტს, რომლებიც ამ ქვეყანას ოკუპანტის გავლენებისგანაც დაიცავს და საჭიროზე მეტ გამჭვირვალობის სტანდარტს ამკვიდრებს ყველასთვის.

Წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი და „ოცნება“ უპირობოდ დაადასტურებენ იმას, რომ მათი მიზანი მეგობრების მტრებად გამოცხადება და ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს მხოლოდ ასე წარმოუდგენია მომავალ არჩვენებში გადარჩენა.

Მოვუწოდებთ მთელს საზოგაოებას, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკანონმდებლო ცვლილება, შექმნის საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ყოველგვარი იარლიყების გარეშე. " - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

წარდგენილი ალტერნატიული პროექტის ანოტაცია:

ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, არეგულირებს გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს. აღნიშნულ კანონს ემატება შემდეგი, რომ:

ნებისმიერი როგორც ქართული ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები, ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში.

წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში. 

ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს, წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რომელიც დღეის მდგომარეობით, ისედაც იღებს არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს.

წარდგენილი ანგარიშგებები - გამოქვეყნდება საჯაროდ.

ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მითუმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას.

მიდგომა არის საერთო, ყველა გრანტის მიმღები იურიდიული პირისთვის. შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვ. პირები მთავრობის დადგენილებით."