ჩვენს მონაწილეობას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ „ქართული ოცნების" პირობებში 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება არ განხორციელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებისას საკომიტეტო მოხსენებებზეც ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი. ჩვენ ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტები გვქონდა ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არც ერთი არ განიხილა ხელისუფლებამ.
9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაში, ცხადია, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მათ შორის საკომიტეტო განხილვებში. ჩვენს მონაწილეობას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება არ განხორციელდება", - განაცხადა ანა წითლიძემ.