ის ხალხი, მიშას რომ მიმართავდა, თქვენს დასახსნელად გავდივარ სხვა პლატფორმაზეო, ნეტავ როგორ არის? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ მომავალში სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ის ხალხი ბრიფინგებს რომ ატარებდა პარტიიდან წასვლაზე და მიშას მიმართავდა თქვენს დასახსნელად გავდივარ სხვა პლატფორმაზეო და მიშას მაისურები ეცვათ ნეტავ როგორ არის?“, წერს ანა წითლიძე.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ახალი პარტიის პრეზენტაცია 2024 წლის დასაწყისში იგეგმება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და სხვა პარტიებთან გაერთიანება წინასაარჩევნოდ არ განიხილება.