მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ, რომელიც ევროპული საბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, მომზადებული დეტალური დასკვნა. დასკვნა შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან და თითოეულ პარაგრაფში დეტალურად, მუხლობრივად არის გაანალიზებული „რუსული კანონი“. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

"ეს არის დასკვნა, რომელიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ არა თუ რომელიმე ჩანაწერი არის ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი მთლიანად, მისი მიზანი, მისი ამოცანა და მისი სულისკვეთება და მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი უკვე მოქმედებს საქართველოში, ვინაიდან ჩვენ ვართ უკვე ევროსაბჭოს წევრი და ასევე წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, რომ თითქოს არავის წარმოუდგენია რაიმეს სახის დასკვნა „ქართული ოცნების“ კანონთან მიმართებით. ამ 164 პარაგრაფში მოცემულია დეტალური ანალიზი, რამდენად წინააღმდეგობაში ეს კანონპროექტი იმ სამართლებრივ სტანდარტებთან, რომლებიც მოქმედებს საქართველოში. ამ არგუმენტების უდიდესი ნაწილი ჩვენ, ასევე როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტშიც წარვადგინეთ იმ გარემოში რა გარემოც ყველამ ვნახეთ, მიკროფონების გათიშვის და დარბაზიდან გაძევების ფონზე და ახლა ეს არის წერილობით წარმოდგენილი, მსოფლიოში ძალიან მაღალი რეპუტაციის და სანდოობის მქონდე ადამიანების, პოლიტიკოსების, პროფესორების მიერ დაკომპლექტებული საბჭოს მხრიდან. ეს საბჭო ფუნქციონირებს ევროსაბჭოს წიაღი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსული კანონი არის სრულად შეუსაბამო ევროპულ სტანდარტებთან და ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შემდეგი შეჯამებით, რომ: არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში.

ასე რომ, ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, ეს არის მავნებლური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი და ის უნდა იქნეს მოხსნილი დღის წესრიგიდან და „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი სწორი სვლა, გაიწვიონ ეს კანონი უკან. შესაძლებლობა პროცედურულად არსებობს პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში.

ეს არის ერთადერთი სწორი სვლა, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ნათელია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ამ ტიპის კანონი მეორედ დაბრუნდა და გაწირა ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, სოციალური შედეგებისთვის, რა თქმა უნდა აღარ უნდა ინარჩუნებდეს ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე 26 ოქტომბერს." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.