მიუხედავად იმ სამარცხვინო გზავნილებისა, რომელიც ხელისუფლებისგან ისმის, აუცილებელია აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამდე განაცხადა.
,, ამ ვითარებაში საქართველოში სენატორის ვიზიტი არის მორიგი დადასტურება, რომ ამ ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ვითარებაში სენატორების აქ ყოფნა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მხარდაჭერას, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, რომელთა ურყევი ნებაა და დიდი ხნის ისტორიული არჩევანია სვლა დასავლეთისკენ. რაც შეეხება გზავნილებს, ბუნებრივია ჩვენი გუნდის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელებაზე თხოვნა იქნება. მიუხედავად იმ სამარცხვინო გზავნილებისა, რომელიც განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვესმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება საქართველოსთვის”, - განაცხადა ბუჩუკურმა.