მინდა „ქართულ ოცნებას" ვუთხრა, ერთ ფეიკს, თქვენს ერთ ტყუილს, ჩვენგან, გახარიას გუნდისგან მოჰყვება სამი მწარე სიმართლე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენს გუნდს, 10-ჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე „ოცნებას" ჰგონია. თავად მათივე პარტიიდან და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებიდან ჟონავს ჩვენამდე ინფორმაციები.
გვაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცით, რომ იქნება ბევრი პროვოკაცია, ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიაზე, ამის მოლოდინები გვაქვს. პრინციპში, ეს ახალი არ არის. დეზინფორმაციების კამპანიები გახარიასთან მიმართებაში არაერთხელ გვინახავს, მაგრამ აქვე მინდა „ქართულ ოცნებას" ვუთხრა, ერთ ფეიკს, თქვენს ერთ ტყუილს, ჩვენგან, გახარიას გუნდისგან მოჰყვება სამი მწარე სიმართლე",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.