პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია.
„ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს მანდატები ჰაერიდან მოსული კი არ არის, ხალხი გვაძლევს ამ მანდატებს. შემდეგ გადიოდნენ, მერე დარჩნენ, რაღაც ეტაპზე ისევ გადიოდნენ, შემდეგ ისევ დარჩნენ. ახლა ისევ გადიან, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, ხელფასებს იღებენ, თუ რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის კომიკური“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.