„“დღევანდელი მოცემულობით, ეს ქვეყანა არის ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის, ბიძინას და მიშას ტყვეობაში, მაგრამ ეს არ არის ის რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას უნდა რომ ესმოდეს მომავლის პოლიტიკოსისგან - ამის შესახებ პარტია„საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ დღევანდელი მოცემულობით ეს ქვეყანა არის ორი კაცის, ბიძინას და მიშას, ერთმანეთზე გადამტერებული ორი კაცის ტყვეობაში. ნაცმოძრაობისთვის რატომაა მიშას საკითხი მნიშვნელოვანი ეს გასაგებია, მეორე მხარესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე რომ არ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეს არ არის ის რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას უნდა, რომ ესმოდეს მომავლის პოლიტიკოსისგან.
პარლამენტის ტრიბუნა რა არის? მე ოპოზიციაში ვარ და შეიძლება ვერ გადავწყვიტო სოციალური პრობლემა, მაგრამ დღის წესრიგში შემომაქვს, ეს არის აქ მთავარი“- აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.