პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და ევროინტეგრაციას ეხებოდა.
„პირველი, ვინც იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა იყო გიორგი გახარია. იმპიჩმენტის საკითხი აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. კანდიდატის სტატუსის მოლოდინის რეჟიმში იმპიჩმენტის საკითხის დაწყება, ევროკავშირისთვის ძალიან მძიმე გზავნილია.
ამასთან, იმპიჩმენტის საკითხი აზიანებს ქვეყნის შიგნით სტაბილურობას დაზრდის პოლარიზაციის ხარისხს.
რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერბალურად ამტკიცებს, რომ არ აპირებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭიროს, თუმცა იქ არის რამდენიმე უცნაური განცხადება. გამორიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს? ამას როგორ გაამართლებენ? - სააკაშვილი არ შეიწყალა“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ბუჩუკურმა.