"მე არ მგონია, რომ ეს სერიოზული პროცესია. საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ უჭერს ხაბეიშვილს მხარს. სხვა პარტიებიც ამბობენ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას... რაის რევოლუცია ეს არის?!. - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. 

"ეს კომიკური ნაწილი უფროა, ვიდრე - სერიოზული. იმედია, ამომრჩეველი მიხვდება, რომ ორივე მხრიდან - "ქართული ოცნებისა" და " ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სპექტაკლი იდგმება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

შეგახსენებთ, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ქვეყანაში "მშვიდობიანი რევოლუცია" უნდა მოხდეს.