"ჩვენ ფაქტობრივად ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს ბევრს ვეძახით, მაგრამ პოლიტიკა არის ლაპარაკით კონფლიქტის მოგვარების ხელობა.  - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"როცა პოლიტიკოსები ვერ ლაგდებიან, მერე იწყება ომები, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ. რასაც ვხედავთ ქუჩაში, დღესაც მოხდა ინციდენტი არის მიზეზი იმის, როცა ადამიანები მუშტებს იყენებენ, როცა ლაპარაკი არ გამოვიდა. რომ დააკვირდე ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, რომელი პარტია გამოთქვამს მზადყოფნას ილაპარაკო?! სად იმართება დებატები?! - ეს ხომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის საკვანძო ელემენტია. ამიტომ, ყველა პარტია გაურბის ამ დებატებს ჩვენს გარდა. რასაც პოლიტიკა ჰქვია, მარტო ჩვენ ვართ ამით დაკავებული, ამასობაში ძალიან სუსტები ვართ ამ კლოუნადაში, ძალიან სუსტები ვართ ზიზღის გაღვივებაში, სიძულვილში, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პროფესია და ის, რითაც ჩვენ ვიამაყებდით. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი, რაც მოწყობილია, იმისთვის არის, რომ პოლიტიკა არ არსებობდეს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.