რამდენი უშინაარსო გამოსვლა, "ბრძოლის ფაზა" და "მარშია" საჭირო, რათა [ამომრჩეველმა] დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? - ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლას გამოეხმაურა.
"გეგმა მალე იქნება"
"გეგმა არაა"
"გეგმა ვართ ჩვენ"
"გეგმა არის ერთობა"
ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ს ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, "ბრძოლის ფაზა" და "მარშია" საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?, - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეები უკვე 7 თვეზე მეტია იკრიბებიან და ოპოზიციონერი ლიდერებისგან სამოქმედო გეგმას ითხოვენ,
ექსპრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და განაცხადა - გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტი პროტესტის. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა