ყვარლის მუნიციპალიტეტის  სოფელ სანავარდოში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითად მიმავალ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა. 

შემთხვევა  გვიან ღამით მოხდა.

დაშავებული სხეულისა და თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.