„ქართული ოცნება“ ფიქრობს გამოსავალზე და არჩევნების მოულოდნელად დანიშვნას აპირებს და ეს [პლებისციტი] იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ხალხს ვკითხოთ - უნდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძეს საინტერესო იდეები აქვს. არის პლებისციტის იდეა. კარგი იდეაა. მე რომ მკითხონ, „ქართული ოცნება“ თვითონ უნდა გველაპარაკოს პლებისციტზე, რომ გამოძვრნენ უბედურებიდან, რაშიც არიან და ქვეყანა შეიყვანეს. პლებისციტი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს - „უნდა ჩატარდეს თუ არა საპარლამენტო არჩევნები?“. ვნახოთ როგორი შედეგი იქნება. ამის ორგანიზებაში ოპოზიცია ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
სხვათა შორის, არ არის ურიგო იდეა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს გამოსავალზე და არჩევნების მოულოდნელად დანიშვნას აპირებს და ეს [პლებისციტი] იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი რომ ხალხს ვკითხოთ - უნდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა ელისაშვილმა.