პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ:

"მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) 

მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.