ევგენი პრიგოჟინის თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები ვერ შესრულდა და საპირისპირო შედეგებით სრულდება. ამის შესახებ ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"სპეცოპერაცია დავიწყეთ უკრაინის დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის გამო და რა გამოვიდა - უკრაინა, რომლის დენაციფიკაციაზეც ვსაუბრობდით დღეს არის ერი, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. უკრაინა გახდა ქვეყანა, რომლის შესახებაც ყველგან იციან.

რაც შეეხება დემილიტარიზაციას - თუ კი სპეცოპერაციის დასაწყისში მათ პირობითად 500 ტანკი ყავდათ დღეს 5 ათასი ჰყავთ, თუ კი ომი 20 ათასმა კაცმა იცოდა, დღეს 400 ათასი მეომარი ჰყავთ. შევძელით დემილიტარიზაცია - პირიქით გამოდის.

ვფიქრობ, დღეს უკრაინელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. მათ აქვთ ორგანიზების, მომზადების და დაზვერვის მაღალი ხარისხი. მათ განკარგულებაშია სხვადასხვა შეიარაღება და მეტიც ისინი მუშაობენ ნებისმიერ შეიარაღებასთან იქნება ეს საბჭოთა თუ ნატოს სისტემები ერთნაირი წარმატებით", - განაცხადა პრიგოჟინმა.