ქართული ოცნება არის აბსოლუტურად ამოწურული, გამოფიტული, ყოველგვარი იდეისგან დაცვლილი პოლიტიკური ძალა. ძალაუფლების შენარჩუნების ინერციით მოქმედებენ. აუცილებელია მათი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გაშვება, მაგრამ ასევე აუცილებელია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში არ მოშვება. ვისაც არც ერთი პოლიტიკური ძალა მოგვწონს, არც მეორე და თუკი შევძლებთ ორგანიზებას, ჩვენი პირადი ამბიციების მოთოკვას, საერთო მიზანზე შეჯერებას, სრულიად რეალურია ამ დიდი ეროვნული მიზნის მიღწევა. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქოცების გაშვება, ნაცების ოპოზიციაში დატოვება - ესაა ყველაზე დიდი მიზანი. თუ შევძლებთ შევძლებთ, თუ არადა ხალხმა ამ დღეებშიც აჩვენა რომ არსებულ პოლიტიკურ კლასზე ასი თავით მაღლა დგანას. ბრძოლის ჟინიც მეტი აქვთ, ორგანიზების უნარიც და ყველაფერიც. მე მზად ვარ ჩემი პირადი დამოკიდებულებები უკან გადავწიო, ჩემი ამბიციებიც და სხვებისადმი მიუღებლობაც და დაველაპარაკო ყველას ვინ მზადაა ეს ქოცნაცური ჭაობი შევცვალოთ. ცალ ცალკე არავის გვაქვს არაქოცნაც პარტიებს ამის შნო, ჰოდა მზად ვარ დავილაპარაკოთ
საქართველო იქნება ევროპა!
საქართველო არასოდეს აღარ იქნება რუსეთი!
გაუმარჯოს ჩვენ გაუტეხელ საქართველოს!" - წერს ალეკო ელისაშვილი.