პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებით კარგია „ქართული ოცნებისთვის“.
„სენატორების ჩამოსვლა ყოველთვის კარგია და ახლა განსაკუთრებით კარგია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან შიგნით რასაც ვეუბნებით, არ ესმით და იქნებ, ამერიკული შხაპი დასჭირდეთ და ცივმა შხაპმა უშველოთ. დარწმუნებული ვარ, ამერიკელ სენატორებს საკმაოდ მკაცრი პოზიცია ექნებოდათ დახურულ შეხვედრებზე, რაც კარგი იქნება მმართველი პარტიისთვის, რომელსაც აშკარად საგარეო კომპასი გაუტყდა, სხვა მხრივ გადაადგილება უჭირს და აშკარად ასცდა კონსტიტუციურ და ევროატლანტიკურ კურსსაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამერიკელი სენატორები: ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.