მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს "ქოლ ცენტრი", თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა - არ მჯერა, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, „ქოლ - ცენტრები" ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა და "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი კითხვაა და საგამოძიებო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს, რომ პასუხები მიეღო.

„რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს "ქოლ ცენტრი", თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები" ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.