ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ეხმაურება და მოუწოდებს, რომ საქართველოს მომავალზე ფოკუსირდნენ.
„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოიგებთ, თქვენ ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო. გაყოფილი სახლი ვერ იდგება. დროა, ფოკუსირდეთ საქართველოს მომავალზე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.
And for @UNMgeo @UNMGeorgia there is a reason you can’t win, you fight among yourselves over ONE man. A house divided cannot stand. It’s time to focus on the FUTURE of Georgia. https://t.co/eEyQHGBnxh
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) January 25, 2023