უკრაინამ აღდგომის პერიოდში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

"ყველამ ვნახეთ რუსული მხარის რეაქცია მედიაში: ისინი, სავარაუდოდ, ამისთვის მზად არ არიან.  ჩვენი მოთხოვნა ამერიკულ მხარეს გადავეცით. არ ვიცი, ექნებათ თუ არა მათ შესაძლებლობა, კვლავ გადასცენ თავიანთი გზავნილი რუსებს. ვნახოთ. ჩვენი წინადადება აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის.