2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენება, რომელიც ნიუ-იორკის „MetLife Stadium“-ზე გაიმართება, გახანგრძლივდება.
ტრადიციული პაუზა, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც და ნახევარ საათს გაუტოლდეს. სანამ ფინალისტების ვინაობა გაირკვევა, ორგანიზატორები აქტიურად ემზადებიან გადამწყვეტი მატჩისთვის.
ფიფა (FIFA) გრანდიოზულ შოუს გეგმავს. ოფიციალურად, შესვენება 20 წუთი უნდა იყოს, თუმცა ფიფას შიდა წყაროები აღნიშნავენ, რომ შოუს მოსამზადებლად და ჩასატარებლად რეალურად 25-დან 30 წუთამდე იქნება საჭირო.
ვინ მიიღებს მონაწილეობას შოუში?
ამერიკული „სუპერბოულის“ (Super Bowl) ანალოგით შექმნილ შოუზე პასუხისმგებელი ჯგუფ Coldplay-ს სოლისტი, კრის მარტინია, რომელიც უკვე წელზე მეტია მუშაობს არტისტების შერჩევაზე.
ამ დროისთვის ცნობილია შემდეგი ვარსკვლავების მონაწილეობა:
ჯასტინ ბიბერი (Justin Bieber)
შაკირა (Shakira)
BTS
მადონა (Madonna)
Burna Boy
გუსტავო დუდამელი და გუნდი „PS22“
ასევე, სპეციალური წარმოდგენით წარდგებიან „The Muppet Show“-სა და „Sesame Street“-ის პერსონაჟები. მოკლედ, მოედანზე საფეხბურთო დრამის პარალელურად, ტრიბუნებზე და ტელეეკრანებთან ნამდვილი ამერიკული სტილის გრანდიოზული სანახაობა გველოდება!









