დალასში, „დალას სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის პირველ ნახევარში ფრანგებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ (ბურთის ფლობა 70%), მაგრამ მათ არაფერი სახიფათო არ შეუქმნიათ არც საჯარიმოში და არც იშვიათი შორეული დარტყმებით. ესპანელებს თავის ასევე არ გამოუჩენიათ, თუმცა, მათ ფრანგების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს და დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში დანი ოლმო საჯარიმო მოედნის ხაზთან პედრო პოროს მიწოდებული ბურთისთვის ბრძოლის დროს წაიქცა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთის თავისუფალ ზონაში შეგდება მოახერხა, სადაც პირველი პორო აღმოჩნდა და მან კარიდან გამოსულ მეკარეს ძლიერი დარტყმით გაუტანა მეორე გოლი.
ესპანეთი - საფრანგეთი 2:0(1:0)
გოლები: 22' ოიარსაბალი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 58' პედრო პორო 2:0
საფრანგეთთან გამარჯვებით ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიით. ესპანეთის ნაკრების წაუგებელი სერია ამჟამად 37 მატჩს შეადგენს, რომელიც 2024 წლის მარტიდან იწყება. იტალიის წაუგებელი სერია 2018 წლიდან 2021 წლამდე იმავე რაოდენობის მატჩს მოიცავდა.
ფინალში ესპანეთი არგენტინის და ინგლისის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება, საფრანგეთი კი მათ შორის დამარცხებულთან მესამე ადგილისთვის ითამაშებს.




