ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი პროექტი ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N28ა-სა და N28ბ-ს მიმდებარედ ხორციელდება.
აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს - მიწისქვეშ იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი შეხვდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.









