უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ზამთრის წინა დღეს სამი ატომური ელექტროსადგური დაბომბოს. ამის შესახებ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"ახლა, ამ ომის მესამე ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურებას და ამ შემოდგომაზე ისინი კიდევ უფრო ცინიკურად იქცევიან. ისინი ემზადებიან ჩვენს ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმისთვის, სამ მათგანზე, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და გვაქვს ამის მტკიცებულება. თუ რუსეთს სურს აქამდე მივიდეს, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის არაფერია მნიშვნელოვანი." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მისი მშვიდობის ფორმულა მიზნად ისახავს გაეროს წესდების დაცვას. მან ასევე სამშვიდობო სამიტზე მიიწვია ჩინეთი და ბრაზილია.
პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ "რუსეთის დიქტატორმა" ვლადიმერ პუტინმა უამრავი ნორმები და წესები დაარღვია და ამაზე არ ჩერდება.