იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "გამარჯვების გეგმა" უკრაინის გაძლიერებაა.
"ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.
"ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია დაიცვას - მას არ შეუძლია დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია," - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინას მხოლოდ ძლიერი პოზიციიდან შეუძლია აიძულოს პუტინი, ომი შეაჩეროს.