აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში.
"ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის," - განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა "დემოკრატმა" ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.