უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის საცავებზე დარტყმა იყო ძალიან ეფექტური, რომელიც მტერს ასუსტებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო დღეს ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს, უკრაინულ, შორი მანძილის შესაძლებლობებს.
გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა და სწორედ ასეთი რამ ასუსტებს მტერს
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო. ასეთი სიზუსტე, რაც შთაგვაგონებს. ჩვენი სპეცსამსახურები: დაცვის სამსახური, დაზვერვის სამმართველო, სპეციალური ოპერაციების ძალები - მადლობა!" - განაცხადა ზელენსკიმ.