უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები კურსკში პოზიციებს ინარჩუნებენ.

"რუსეთი ცდილობდა, უკრაინის არმიის შევიწროებას კურსკის რეგიონში, მაგრამ ჩვენი სამხედროები ინარჩუნებენ თავდაცვის ზოლს", – განაცხადა მან.

6 აგვისტოს უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.

მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.