უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ახლა იწყება.

9 ოქტომბერს მაკრონი საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების 155-ე ბრიგადას შეხვდა, რომლებიც წვრთნას აღმოსავლეთ საფრანგეთის გრანდ ესტის რეგიონში გადიან.

ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. ამასთან, კირ სტარმერმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.