უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"ბევრმა ისაუბრა რუსეთთან სხვადასხვა დონეზე. ვერცერთი საუბარი ვერ მივიდა არა მხოლოდ საიმედო მშვიდობამდე, არამედ ომის დასრულებამდეც კი. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელად გრძნობს თავს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, კიდევ რაღაც "პასუხებს" ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი ახალი შეფერხებით, რუსეთი მთელ მსოფლიოს შუა თითს უჩვენებს. ყველას, ვისაც არ სურს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

თუმცა სწორედ რუსეთი უნდა ესწრაფოდეს მშვიდობას. სწორედ იქ, მოსკოვში, უნდა იგრძნონ, რომ ომს თავისი ფასი აქვს - დიდი ფასი და ყველაზე მაღალი აგრესორისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.