თავხედი ხალხია, მაგრამ გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სტამბოლის შეხვედრის მონაწილე რუსეთის დელეგაციაზე თქვა.

"როგორც მითხრეს (რუსეთის) დელეგაცია იმაზე ცოტათი უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა, ხომ იცით, როგორიც არის... თავხედი ხალხია... მაგრამ გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ 1-2 ღონისძიებაა საჭირო და ადამიანებივით მოქცევას ეცდებიან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.