ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინის მოწოდებები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასა და უმაღლეს დონეზე სამიტის გამართვის შესახებ. 

მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას "ტერორისტული აქტების ორგანიზებაში" დასდო ბრალი და უარყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის სამშვიდობო პირობები. 

"როგორ შეიძლება ამ პირობებში ასეთი მოლაპარაკებების გამართვა? რაზეა სალაპარაკო? ვინ მართავს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფსონს ტერორზე დებს - ტერორისტებთან?" - თქვა პუტინმა.