უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომი პაპ ფრანცისკეს მოწოდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, აღმართონ „თეთრი დროშა“.

როგორც ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინას ბევრი თეთრი კედელი და ეკლესია გადაუწვა რუსულმა ჭურვებმა და აქედანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ ვის მოეთხოვება გაჩერება.

„უკრაინაში ოდესღაც ბევრი სახლი და ეკლესია იყო თეთრი კედლებით, თუმცა ახლა ისინი რუსული ჭურვებით არის გადამწვარი და დანგრეული. ეს ძალიან მჭევრმეტყველურად მიუთითებს იმაზე, თუ ვინ არის ის, ვინც უნდა გაჩერდეს, რომ ომი დასრულდეს. ყველა, ვინ სიცოცხლესა და ადამიანებს იცავს, ყველაზე საპატიო მისიას ასრულებს, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს ასეთი ანტიადამიანური შემოჭრის პირობებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.