უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება საკუთარი დამრტყმელი ძალა ცაში.

„ამ კვირებში უკვე ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა და რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამ დაუცველობას ჩვენი იარაღით.

მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის მთავარ სამმართველოს უკრაინის ახალი შორი დისტანციისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის ძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინის შორი დისტანციური შესაძლებლობები - რისი გაკეთებაც ჩვენს თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.