"ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს  თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, გახდეს NATO-ს წევრი თუ რუსეთს ტერიტორიებს დაუთმობს. „მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, იყოს უკრაინის მიერ ტერიტორიებზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ NATO-ს წევრობის მიღება“, - განაცხადა მან.