მოგზაურობა პარტნიორების რწმენით დავიწყე, ძლიერი რწმენით NATO-ში, რომელიც არ ყოყმანობს და არც ერთი აგრესორის წინაშე უკან არ იხევს - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში შეკრებილ ათიათასობით მოქალაქეს, სადაც უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება.
„დღეს აქ მოგზაურობა გადაწყვეტილებების რწმენით დავიწყე. პარტნიორების რწმენით, ძლიერი რწმენით NATO-ში, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე უკან არ იხევს. ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა - ნდობა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ - რასაც ყველა ჩვენი მეომარი, ყველა მოქალაქე, ყველა დედა, ყველა ბავშვი იმსახურებს. ეს ძალიან ბევრია სასურველად? NATO უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ალიანსს გააძლიერებს. დიდება უკრაინას, დიდება ლიეტუვას!“ - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დასასწრებად დღეს ჩავიდა. სამიტი 11-12 ივლისს იმართება.