უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს "ტვიტერში" ეხმიანება და წერს
"ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ საქმე პატივისცემაზეა. მაგრამ უკრაინა ასევე იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ გარკვეული ფორმულირებები უკრაინის გარეშე განიხილება. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ფორმულირება ეხება მოწვევას ნატოს წევრი გახდეს და არა უკრაინის გაწევრიანებას.
უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის არც მოწვევის, არც გაწევრიანების ვადები არ არის დადგენილი. ამასთან, უკრაინის მოწვევისთვისაც კი ემატება ბუნდოვანი ფორმულირება „პირობების შესახებ“.
როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც ალიანსის წევრად გაწევრიანების.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობა რჩება შესაძლებელი. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას.
გაურკვევლობა სისუსტეა. და ამაზე ღიად ვისაუბრებ სამიტზე." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.