უკრაინა ომის დასრულების შემდეგ NATO-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ალიანსის სამიტს ეძღვნებოდა.
"ყველას ყველაფერი ესმის. ყველა ლიდერს, ყველა სახელმწიფოს. თუნდაც, განსხვავებული პოზიციები გაჟღერდეს, მაინც აშკარაა, რომ უკრაინა ალიანსში ყოფნას იმსახურებს. ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ ჩვენ მკაფიო სიგნალი გვჭირდება და სიგნალი საჭიროა ახლავე", - განაცხადა ზელენსკიმ.
"ახლა ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ფორმულირებაზე, ანუ ასეთი დადასტურების კონკრეტულ სიტყვებზე, მაგრამ უკვე გვესმის ის ფაქტი, რომ უკრაინა ალიანსში იქნება. ვმუშაობთ, რომ წევრობის ალგორითმი, რაც შეიძლება მკაფიო და სწრაფი იყოს", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.