უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, მოკლული და დაჭრილია რუსეთის მხარეს მებრძოლი 3 000 -ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი.
"არსებობს რისკები, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გაგზავნის. ამას ჩვენი მხრიდან საგრძნობი პასუხი ექნება". – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობით, იზრდება დესტაბილიზაციის რისკები კორეის ნახევარკუნძულზე, მეზობელ რეგიონებსა და აკვატორიაში:
"რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ომის წარმოების თანამედროვე ხერხების გაზიარება და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა გლობალური რისკია". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცოტა ხნით ადრე, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსებად გასაღებას ცდილობს, მოკლულებს კი, იდენტიფიკაციის გასართულებლად სახეებს უწვავს.