უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მცდელობა, წარმოეჩინა თავი "შუამავლად" ომის "მოგვარების" საქმეში.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ესაუბრა ორბანს, როდესაც მან წამოაყენა იდეა "საშობაო ზავის" შესახებ.
"მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ ძალიან არასერიოზულია, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ ინიციატივებზე, რომლებიც უკრაინელების ცხოვრებას უკავშირდება და როცა ამის შესახებ მედიიდან ვიგებთ", - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორბანს "მოლაპარაკების მანდატი არ აქვს".
"მისი ურთიერთობა პუტინთან ძალიან თბილია იმისთვის, რომ პუტინი თავის ადგილზე დასვას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერის მიერ წამოყენებული წინადადებები "უფრო პოლიტიკურ პიარს ჰგავს".
"რას გვთავაზობს უნგრული მხარე, ჩემთვის უცნობია, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად სადღესასწაულო ჟღერს - "საშობაო გაცვლა".
ჩვენ სულაც არ ვართ გვემხიარულება... უკრაინის გარეშე რაიმეს განხილვა და გადაწყვეტა შეუძლებელია", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.