უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, – დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
17 დეკემბერს უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა და ეს ბრძოლის ველზე აჩვენა.
„ვინმე სხვას ევროპაში აქვს ახლა ასეთი გამოცდილება? არავის. ორბანს ჰყავს ასეთი არმია? არა. როგორ განახორციელებს ის პუტინზე ზეწოლას? ანეკდოტით, ღიმილით? თავისთვის დაიტოვოს“, – ციტირებს უკრაინული მედია ზელენსკის.
მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს საშობაო ზავის გამოცხადებისა და სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის წინადადება შესთავაზა, თუმცა, მისი თქმით, ზელენსკიმ ეს შეთავაზება უარყო.
თარგმანი: პირველი არხი.