ზახაროვას თქმით, ყველაფერს აკეთებენ, აფხაზეთის გავლით,სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის, რომელიც დაიგეგმა. იგი მოიცავს სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასაც, მთავრობების ეგიდით შესაბამის კომისიებსაც. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამის რეალიზებისთვის" - განაცხადა ზახაროვამ.