რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სატანიზმი უწოდა.
"და ეს არის მართლმადიდებლური შობა! სატანიზმი, როგორც ასეთი“, - დაწერა მან ტელეგრამზე.
უკრაინული გამოცემა Left Bank, შაბათს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდლისთვის ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.
ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლებამ გააძლიერა ქმედებები უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან SBU აწარმოებს ჩხრეკას ეკლესიებსა და ეპარქიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რამდენიმე იერარქს ბრალი წაუყენეს ღალატში, დივერსიულ საქმიანობაში და „მრევლს შორის პროპაგანდისტული თეზისების გავრცელებაში“.