უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ვიცეპრემიერს, იულია სვირიდენკოს პრემიერმინისტრის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

"პრემიერმინისტრის პირველ მოადგილესთან, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრა მქონდა. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ბოლოდროინდელ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე ანგარიში იყო წარდგენილი. სწრაფად უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რასაც ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს გამძლეობის გაძლიერება შეუძლია.

ასევე განვიხილეთ კონკრეტული ზომები, რომლებიც უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამყარებას, უკრაინელების მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებას და ჩვენი საკუთარი იარაღის წარმოების მასშტაბის გაზრდას შეძლებს. ამ მიზნით უკრაინაში ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ტრანსფორმაციას ვიწყებთ. იულია სვირიდენკოს შევთავაზე, რომ უკრაინის მთავრობას უხელმძღვანელოს და მისი სამუშაო მნიშვნელოვნად განაახლოს. უახლოეს მომავალში ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენას ველოდები". - წერს ზელენსკი.