უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტებს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

"ახლახან ხელი მოვაწერე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტებს. 

ეს შეთანხმება ცოტა ხნის წინ ჩვენს სახელმწიფოსა და ევროსაბჭოს შორის გაფორმდა და ახლა საჭიროა, რომ დროულად რატიფიცირდეს, რათა ტრიბუნალის შექმნის რეალური პროცესი დაიწყოს. ასევე გავეცი დავალება, რომ რაც შეიძლება მალე საჭირო საკანონმდებლო ჩასწორებები მომზადდეს და უკრაინის უმაღლეს რადას გადაეცეს, რათა ჩვენი მხრიდან შეთანხმების სრულად შესასრულებლად ყველაფერი მზად იყოს. პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ განიხილონ.

ასევე მოველი, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ოფისი სწრაფად წარმოადგენენ შეთანხმების შესრულებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობისა და ინსტიტუტის ფორმალურად შექმნის ნათელ გრაფიკს. 

რუსეთმა უკვე წელს უნდა იგრძნობს, რომ აგრესიის დანაშაულისთვის ანგარიშვალდებულება გარდაუვალია და რომ ნამდვილად დაიწყო საერთაშორისო სამართლებრივი პროცესი, რათა მან პასუხი აგოს. აგრეისა დანაშაულია და რუსეთისთვის რეალური, გარდაუვალი სასჯელი ამ დანაშაულისთვის გლობალური საზრუნავია, რომელსაც იზიარებს ყველა, ვისაც თავისი ერისთვის მშვიდობიანი ცხოვრება სურს". - წერს ზელენსკი.